შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„ლუკოილი“ ქართული მომხმარებლისთვის კარგად ცნობილი ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. 2008 წლის ნოემბერში სწორედ რომ „ლუკოილ-ჯორჯია“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ევრო 5 სტანდარტის საწვავი შესთავაზა.

2020 წელს, მიხაილო ჯუროვიჩის ხელმძღვანელობით განახლებული გუნდის მოსვლასთან ერთად, „ლუკოილი“ ბრენდის განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. განახლებული გუნდი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს სერვისისა და მომსახურების განვითარების მიმართულებით, რათა ავტოგასამართი სადგურების მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შესთავაზონ.

16-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, „ლუკოილ-ჯორჯიამ“ ხელშეკრულება შეწყვიტა კომპანია „უნიგრუპთან“ , რომელიც ნავთობპროდუქტს ყიდულობდა შემდეგ კი ტალონებისა და ბარათების საკუთარი სისტემის მეშვეობით მის რეალიზაციას ახდენდა მესამე პირებზე.

როგორც „ლუკოილ-ჯორჯიაში“ განმარტავენ, ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის გაუქმება გადაწყვიტეს დაგროვებული მრავალმილიონიანი დავალიანების გამო. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებასა და მოთხოვნისა „ლუკოილ-ჯორჯიას“ მხრიდან, კომპანია უნიგრუპმა დაგროვებული დავალიანება არ დაფარა.

„შპს „ლუკოილ-ჯორჯიასა“ და შპს „უნიგრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულება ყიდვა-გაყიდვის ხასიათს ატარებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ ყიდდა, ხოლო შპს „უნიგრუპი“ ყიდულობდა საწვავს, რის შემდეგადაც საწვავის ბარათებისა და ტალონების მეშვეობით მესამე პირზე რეალიზაციას ახდენდა. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „უნიგრუპი“ ვალდებული იყო შპს „ლუკოილ-ჯორჯიასთვის“ შესყიდული საწვავის შესაბამისი თანხა გადაეხადა. შპს „უნიგრუპის“ მხრიდან ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების არაერთი დარღვევისა და მიწოდებული საწვავის სანაცვლოდ დაგროვებული მრავალმილიონიანი დავალიანების გამო, 2021 წლის 20 ივლისს შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ იძულებული იყო ხელშეკრულება შეეწყვიტა,“- აცხადებენ ლუკოილში.

შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმოებული დავის მიზანია „ლუოკილ-ჯორჯიას“ ინტერესების დაცვა და მიწოდებული ნავთობპროდუქტის ფულადი სახსრების ანაზღაურება.

ამ წლის 1 აგვისტოდან კომპანია „უნიგრუპის“ მომხმარებლები ვეღარ სარგებლობდნენ ბარათებით და ვეღარ ახდენდნენ ბარათზე არსებული საწვავის რეალიზაციას. ამის მიზეზად კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“ სწორედ რომ კომპანია „უნიგრუპთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას ასახელებს.

ამავე წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოდმე შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ იმ მომენტისათვის არსებული კომპანია „უნიგრუპის“ ტალონებისა და საწვავის ბარათების ნაშთების რეალიზაციის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებული დავალიანება არ იყო დაფარული. „ლუკოილ-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში შპს „უნიგრუპის” მომხმარებლებმა ჯამში 1 მილიონ ლიტრზე მეტი ოდენობის საწვავის რეალიზაცია შეძლეს.

რაც შეეხება მომხმარებლებს, რომლებმაც ვერ მოახერხა შეძენილი საწვავის მიღება კომპანია „უნიგრუპისგან“, კითხვაზე, თუ არის მზად „ლუკოილ-ჯორჯია“ მათი ინტერესები დააკმაყოფილოს, კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა არ არის.

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ არ ფლობს ინფორმაციას მომხმარებლების კომპანია „უნიგრუპთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების (ტალონების, საწვავის ბარათებისა და მათზე საწვავის ნაშთების ჩათვლით), საკრედიტო ან სადებიტო დავალიანებების შესახებ.

„შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ არ არის კომპანია „უნიგრუპის“ ხელშეკრულებების იურიდიული მემკვიდრე და მომხმარებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობა არ აქვს, რის გამოც არ არის შესაძლებელი: კომპანია „უნიგრუპის“ მიერ იმპორტირებული ტალონებისა და საწვავის ბარათებზე არსებული ნაშტების რეალიზაციის პერიოდის გაზრდა; დარჩენილი ნაშთების ახალ საბარათე სისტემაზე გადატანა ან ფულადი სახსრების დაბრუნება,“-აცხადებენ „ლუკოილში“

კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“ „უნიგრუპის“ ყველა მომხმარებელს ურჩევს, მათ მიბაძონ და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში თავადაც სარჩელი შეიტანონ.

ზემოხსენებული კომპანია „უნიგრუპის“ მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ მზად არის თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად ხელშეკრულება დადოს და კომპანიის კუთვნილ საწვავის ბარათებზე გაზრდილი ფასდაკლებები შესთავაზოს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით