ფერიის დასახლებაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ერთი სახლი დაინგრა და რამდენიმე დაზიანდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერიის დასახლებაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სახლის კედელი დაინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ფერიის დასახლებაში ჩამოწლილი მეწყერის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლის კედლები დაზიანდა, ხოლო ერთი სახლი, რომელიც ხისგან იყო აშენებული მთლიანად დაინგრა და მეწყერმა ჩაიყოლა. სამწუხაროდ, ერთ-ერთ სახლში კედლის ნგრევისას ერთი ადამიანი დაშავდა. ჩვენ წარმომადგენლები სტიქიის ზონებში იმყოფებიან.

ამ დროის მონაცემებით, 8 ოჯახი უკვე ეკომიგრანტია და განსახლებას საჭიროებს. მეწყრული პროცესების გამო, მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე 80-მდე შეტყობინება არის შემოსული. ძირითადად მეწყერი საავტომობილო გზებზე ფიქსირდება“,- აცხადებს ჯუმბერ ვარდმანიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა