აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლის მიმართულებით, დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლის მიმართულებით, დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დამეწყრილ ტერიტორიებზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

„ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზები დაიმეწყრა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი დილიდან ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე: ყოროლისთავი-ზედა ყოროლისთავი, მახოს მიმართულებით, ზედა ახალშენი, ფერია და მახინჯაური.

ქობულეთში 8 მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები: ზედა ლეღვა-ბარათაშვილები, ლეღვა-ჩოგაძეები-მესხიძეები, დაგვა-ქვ. აჭყვა-ქათამაძეები, ბობოყვათი-კვირიკე, კვირიკე-მესხიძეები, ზედა კვირიკე-ბერიძეები, კვირიკე-გოგიტიძეები. აღნიშნული ლოკაციების გაწმენდა ეტაპობრივად მოხდება“, - აცხადებენ უწყებაში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო