გურიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა

გურიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. როგორც გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ადგილზე შექმნილია შესაბამისი ზარალის დამთვლელი კომისია, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მისივე თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ ყველა დაზარალებულისთვის შესაბამისი დახმარება იქნება აღმოჩენილი.

„ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სოფელი წყალწმინდა, სოფელი გრიგოლეთი, სოფელი გაბანათი და საცხოვრებელი სახლები და ასევე, საკარმიდამო ნაკვეთებია დატბორილი. ადგილზე იმყოფება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები და შექმნილია შესაბამისი ზარალის დამთვლელი კომისია, მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ზარალის დათვლის შედეგად უკვე ჩვენ გვეცოდინება ზუსტი მონაცემები და ყველასთვის იქნება აღმოჩენილი შესაბამისი დახმარება“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა