თორნიკე რიჟვაძე - მაღალმთიანი აჭარისთვის  ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება

მაღალმთიანი აჭარისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის, ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება, განვითარების ახალი ეტაპი იქნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„მაღალმთიანი აჭარა, აქ მცხოვრებლები უკვე წლებია ელიან ამ პროექტის განხორციელებას და მის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ერთიანი ჩართულობით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამინისტროს, ასევე კონტრაქტორი კომპანიების კიდევ უფრო მეტი მონდომებით დათქმულ ვადებში შევძლებთ ამ პროექტის დასრულებას, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის განვითარების ახალი ეტაპი იქნება“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

„მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლები უკვე წლებია ხულო-ზარზმის პროექტის განხორციელებას ელოდებიან.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზაზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნის ორ რეგიონს - სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს