აჭარაში დამეწყრილი გზები იწმინდება

აჭარაში დამეწყრილი გზები იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები ბათუმში, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში განვითარდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის დავალებით, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში დამეწყრილი გზების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე.

უხვმა ნალექმა ზიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტს მიაყენა. დაიტბორა ბათუმი, ხოლო მეწყრული პროცესები ქობულეთსა და ხელვაჩაურში განვითარდა. ძირითადი მიმართულებები უკვე გაწმენდილია, ხოლო დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად დასრულდება.

24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ყველა შესაბამისი სამსახური", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა