გიგა ბოკერია  „ენკას“ მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე - მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან -  მთავრობისა და შავრაზმელი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისგება ყველას ერთად მოგვიწევს

ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.

ბოკერიას თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუქმებით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას ზიანი მიაყენა.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ მუდმივად. ამოფარებულები არიან პატრიოტიზმს, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით დაგვაზიანეს, რადგან ამით 1. ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით, ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამ სიძვირის, ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ქვეყანა დაასუსტეს ამით. 2. კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენ მთავრობას, ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობისა და ამ შავრაზმელების მოქმედებები.

ეს არის ამ ყველაფრის შედეგი და კიდევ ერთი მაგალითია, რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად - როცა აღარ მოხდება მსგავსი სკანდალები, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება, დოვლათის შექმნა მათ შორის ენერგეტიკის მხრივ. მას ექნება გარანტი, რომ ის შეთანხმება დაცული იქნება და ვერანაირი შავრაზმული ფსევდო - პატრიოტული მეთოდებით ვერ შეუქმნიან მას პრობლემებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს