აბაშაში მდინარე ნოღელას ადიდების შედეგად 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა, რამაც დამცავი დამბა გაარღვია, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა.

დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.

აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, ვახტანგ გაბელაია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე ჩართულია მუნიციპალური სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამ დროისთვის, წყლის დონე იკლებს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას",- აღნიშნავენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა