„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ბათლომე შელიასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ადგილობრივებმა შეხვედრისას სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა, ლიდერებმა პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს და მათ 2 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდეს.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ზუგდიდში ჩვენს სამეგრელოს გუნდთან, ბევრ საკვანძო ადგილას, აქ ზუგდიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები გვყავს და მერობის კანდიდატი ხობში, ამასთან ერთად რაც მთვარია ეს გუნდი შედგება იმ ხალხისგან, რომლებსაც მიაქვთ ჩვენი საერთო სათქმელი მოქალაქეებთან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

„ბევრი რამ უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე და დაიწყოს ახალი პროცესი. ვფიქრობ, ზუგდიდში ეს ძალიან კარგად იციან და გააკეთებენ კიდეც. აქ, მერობის ძალიან ძლიერი კანდიდატია. შეთანხმებული მაჟორიტარები გვყავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობას საზოგადოების მხრიდან მაღალი აქტივობის პირობებში ექნება წარმატება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.

„ჩვენ აქ იმისთვის ვიბრძვით, რომ მაჟორიტარულ ოლქში გავიმარჯვოთ და პარტიული ხმებით შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიდეს “ევროპული საქართველოდან” ზუგდიდის საკრებულოში და კოალიციურ რეჟიმში გადავწყვიტოთ ქალაქის ბედი უკეთესობისკენ. “ქართული ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს ამ არჩევნებში, ამაში დარწმუნებული ვარ და შემდეგ რიგგარეშე არჩევნებში შევძლებთ ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს“, - განაცხადა ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში ბათლომე შელიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ბათლომე შელიასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ადგილობრივებმა შეხვედრისას სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა, ლიდერებმა პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს და მათ 2 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდეს.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ზუგდიდში ჩვენს სამეგრელოს გუნდთან, ბევრ საკვანძო ადგილას, აქ ზუგდიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები გვყავს და მერობის კანდიდატი ხობში, ამასთან ერთად რაც მთვარია ეს გუნდი შედგება იმ ხალხისგან, რომლებსაც მიაქვთ ჩვენი საერთო სათქმელი მოქალაქეებთან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

„ბევრი რამ უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე და დაიწყოს ახალი პროცესი. ვფიქრობ, ზუგდიდში ეს ძალიან კარგად იციან და გააკეთებენ კიდეც. აქ, მერობის ძალიან ძლიერი კანდიდატია. შეთანხმებული მაჟორიტარები გვყავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობას საზოგადოების მხრიდან მაღალი აქტივობის პირობებში ექნება წარმატება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.

„ჩვენ აქ იმისთვის ვიბრძვით, რომ მაჟორიტარულ ოლქში გავიმარჯვოთ და პარტიული ხმებით შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიდეს “ევროპული საქართველოდან” ზუგდიდის საკრებულოში და კოალიციურ რეჟიმში გადავწყვიტოთ ქალაქის ბედი უკეთესობისკენ. “ქართული ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს ამ არჩევნებში, ამაში დარწმუნებული ვარ და შემდეგ რიგგარეშე არჩევნებში შევძლებთ ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს“, - განაცხადა ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში ბათლომე შელიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია