იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა

„ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა”,- ამის შესახებ პარტია“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომელიც უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გათვალისწინებული. მან ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის (91,ლნ ლარი) მნიშვნელობაზეც, რომელიც ქალაქის იერსახეს უნდა მოხმარდეს და საბოლოო ჯამში, თითოეული თანაქალაქელის კეთილდღეობაზე აისახოს.

მისი თქმით, ქუთაისი არა მარტო განათლებისა და კულტურის სტატუსს დაიბრუნებს, არამედ ტურისტულ ჰაბად იქცევა. მერობის კანდიდატის თქმით, მის გეგმაშია, ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში და არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

„ქუთაისის თანაბარი განვითარება, ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქთა ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა. ქალაქიდან გამგზავრებულ ტურისტებს ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოსვლის სურვილი უნდა უჩნდებოდეთ. კეთილმოწყობილი სკვერები, რეკრეაციული ზონები, საფუძვლიანად რეაბილიტირებული გზები, მოწესრიგებული უბნები, ახალგაზრდული სივრცეები, მრავალფეროვანი გასართობები და ატრაქციები, რაც დაგეგმილია, ჩვენს ქალაქს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახდის უფრო კომფორტულს და სასურველს, არამედ სტუმრებისთვისაც. ქუთაისი უნდა ვაქციოთ ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად, რომელშიც თითოეული თქვენგანის ინიციატივა და თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, წელს პირველად უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა