აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე გიორგი კირთაძისთვის და მამული სურმანიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი განიხილეს

უმაღლესი საბჭოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის: გია აბულაძისთვის, ელგუჯა ბაგრატიონისთვის, ლევან ანთაძისთვის, მედეა ვასაძისთვის, გიორგი კირთაძისთვის და მამული სურმანიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მიერ გამოტანილი აღნიშნული საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

„ბიუროს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები, ასევე უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების ანგარიშები 2020-2021 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების კორექტირებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა, ბიურომ ცნობად მიიღო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა