თორნიკე რიჟვაძე - პრემიერ-მინისტრის დავალებით, ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით მოხდება მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა.

შტაბის ფორმატში დეტალურად განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი და მიმდინარე ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრემიერსდავალებით, ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით მოხდება მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის ახალი სახლით უზრუნველყოფისთვის მთავრობა იზრუნებს.

„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები 20-ზე მეტი მიმართულებით. ამავე დროს ყველა ის ოჯახი, რომლებიც ამ პროცესების შედეგად გარკვეულ საფრთხეს დაექვემდებარა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილას და პრემიერ მინისტრის დავალებით, როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე ადგილობრივი რესურსების მობილიზებით ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ამ ოჯახს დავეხმაროთ უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფაში. ერთ-ერთი სახლი წაიღო მეწყერმა და შესაბამისად, ამ ადამიანებს ყველაფერს გავუკეთებთ, რომ ჰქონდეთ ახალი სახლი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების და არხების გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობაში ჩართულია როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები და აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რათა ყველა ოჯახს, რომელსაც მატერიალური ზარალი მიადგა, დანაკლისი მალე აუნაზღაურდეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს