„ლელომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლენტეხსა და ცაგერში წარადგინა

ლენტეხსა და ცაგერში „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, რეგიონებს სჭირდება სასიკეთო ცვლილებები, რასაც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ.

„მთელ საქართველოსთან ერთად ლენტეხსა და ცაგერს სასიცოცხლოდ სჭირდება ცვლილება. ამ ორი ულამაზესი ადგილიდან, შრომისუნარიანი ახალგაზრდები ემიგრაციაში არიან გადახვეწილები. მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რაც თავის ქვეყანაში ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომ, ამ ხალხს უნდა შევუქმნათ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ რეგიონში დაბრუნების პირობები. ლენტეხმა და ცაგერმა უნდა შეიძინონ მნიშვნელოვანი ფუნქცია და ეს „ლელოს“ გუნდს შეუძლია. ის განუკითხაობა რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში, სიღატაკე, კორუფცია, ნეპოტიზმი, კრიმინალი, აუცილებლად უნდა დამთავრდეს ორ ოქტომბერს, ამიტომ ყველა ჩვენგანის აქტიურობა არის გადამწყვეტი. ეს ორი მხარე კი ამ ცვლილებების მიღწევაში თავის ძლიერ სიტყვას იტყვის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ლენტეხში „ლელოს“ გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია:ხელედის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის დასიის სათავეშია - გამზა ლიპარტელიანი,

ხოფურის მაჟორიტარულ ოლქში - ედიშერ მეშველიანი,

ჩიხარეში, ცანას მაჟორიტარულ ოლქში - კობა გველებიანი,

ცაგერის სოფლების აღვი, მახაში, ლასურია, დეხვირის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ლელოდან“, კახა ყურაშვილი იქნება, ხოლო სიის პირველი ნომერი - გოგიტა ახვლედიანი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა