რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2 -კილომეტრიანი 2 - ზოლიანი მონაკვეთი გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2 - კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ 2 - ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და 3 გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182მ; 100 მ). რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა არის საუკუნის პროექტი, რომელიც სრულდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

COVID 19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა