თორნიკე რიჟვაძე - პროექტები „განახლებული რეგიონების“ პროგრამით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხულოში დაწყებულია მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქედაში კი მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გაეცნენ.

„პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს დაბების რეაბილიტაცია და ეს მართლაც შთამბეჭდავი პროექტებია. მათი დასრულების შემდეგ დაბები იქნება კეთილმოწყობილი და ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აჭარაში მიმდინარე პროექტების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებისთვის.

4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

სამშენებლო სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს