ბსუ ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-2 საერთაშორისო კონფერენციას „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ მასპინძლობს. ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით.

მათივე ცნობით, ორდღიან კონფერენციაზე შეიკრიბნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი აფშან ხანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

კონფერენციის მიზანია ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა. კონფერენციაზე საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცემა თავიანთი ინიციატივების გაზიარების საშუალება, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩართვას. ამით ხელი შეეწყობა მომავალში ბავშვთა უფლებების დამცველების განათლებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, სამართალი, ბიზნესი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ცნობილი ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების მონაწილეობით. მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სასკოლო პროექტებს. დისკუსიების მთავარი თემები არის უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობაში, არსებულ სოციალურ ნორმებზე გავლენის მოხდენა და ციფრული უთანასწორობის შემცირება. განათლების, სამართლის, სოციალური პოლიტიკის, სკოლამდელ და სასკოლო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის, ბავშვების სიღარიბის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ციფრული უთანასწორობის შემცირების თემაზე 52 სხვადასხვა მომხსენებელი მთლიანობაში წარმოადგენს 42 მოხსენებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს