ზუგდიდის მერობის კანდიდატი ფერმერებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა „ქართული ოცნების" გუნდის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი ნათელი მაგალითიც დარგში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები და ის რეფორმებია, რაც სექტორში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, სახელმწიფოსგან, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მიიღონ.

„ფერმერებისგან უშუალოდ მივიღეთ ინფორმაცია იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც არსებობს თხილის სექტორში. აქედან გამომდინარე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რათა ქართულ თხილს ჰქონდეს ხარისხის ის ნიშანი, რომელიც მას საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

კანდიდატის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში განსაკუთრებულ პრობლემას აზიური ფაროსანა წარმოდგენდა; სახელმწიფოს მიერ გატარებული სამუშაოების შედეგად, უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნა მიღწეული და ფერმერები თხილის კარგ მოსავალს იღებენ.

“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა