კახა კალაძე - გახარიამ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე წამოიწყო - კაცი ქვეყნის პირველი პირი იყო და სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს

კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ვენის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, გახარიას ქმედებებმა კითხვები გააჩინა.

„ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი კამპანია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა და პირველი, მეგონა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა ის, ვინც ჩაერთვებოდა ამ კამპანიაში. თუმცა, გიორგი გახარიამ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე წამოიწყო თავისი არასწორი განცხადებებით და დამოკიდებულებით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მისი განცხადებები, მისი არაადრეკვატური ქმედებები, რამაც ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა. თუნდაც თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ქვეყანაში. მას უნდობლობა გამოუცხადა, რაც ძალიან მძიმეა. კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, ეს ძალიან მძიმე იყო. მიდის ავსტრიაში, სადაც როგორც თვითონ ამბობს, რაღაც კვლევები ჩაიტარა. თუმცა, აქაც უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ეს არის რეალობა. მისმა ქმედებებმა გააჩინა კითხვები“, - აცხადებს კალაძე.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში