სტერეო +  განცხადებას ავრცელებს

უკვე 25 წელზე მეტია, სტერეო + ახორციელებს ტელემაუწყებელთა სიგნალის გავრცელებასა და მომსახურებას, ხოლო ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის შემდეგ, რაც ევროკომისიის ეგიდითა და EBRD-ის ხელშეწყობით განხორციელდა, 20-ზე მეტი ეროვნული მაუწყებელი მუდმივად სარგებლობს ჩვენთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სერვისებით. ეს, თავის თავში, მოიცავს მათი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მოსახლეობისთვის მათ მიწოდებას, რაზე დანახარჯებიც, ეროვნული მაუწყებლობისთვის, ანალოგური მაუწყებლობის პერიოდთან შედარებით, ციფრული მულტიპლექსით სარგებლობით, დღევანდელ პირობებში, ერთი ათად შემცირდა.

მთელი მოღვაწეობის მანძილზე, ჩვენი კომპანია ყოველთვის უპირველეს ვალდებულებად მიიჩნევდა პარტნიორი, კლიენტი კომპანიების ხარისხიან მომსახურებას და მათი ინტერესების დაცვას. სწორედ, მაუწყებლების ინტერესების უპირობო დაცვამ და ქვეყანაში მაუწყებლობის უწყვეტობისა და სტაბილურობის გარანტად ყოფნამ განაპირობა წარსულში, ხელისუფლების „ხუშტურების“ იგნორირებით გამოწვეული არაერთი დარბევა და თავდასხმა, ამ უკანასკნელთა მხრიდან, რამაც კომპანიას უდიდესი მატერიალური და ფინანსური ზარალი მოუტანა.

ეს კომპანიას არასდროს გაუკეთებია მაუწყებელთა მადლიერებისთვის. ჩვენ, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს ვასრულებდით. ბოლო პერიოდში, კომპანიის მიმართ, ზოგიერთი მაუწყებლის მხრიდან, სრულიად არაადეკვატურ და დაუსაბუთებელ ქმედებათა მომსწრენი გავხდით, რაც ჩვენს სახელშეკრულებო მოთხოვნათა სრულ იგნორირებასა და მომსახურების საფასურის გადაუხდელობაში გამოიხატა. ზოგიერთ მათგანს საკმაოდ სოლიდური, მრავალთვიანი დავალიანებაც დაუგროვდა.

ჩვენი კომპანია პირველად წააწყდა ასეთი დონის დესტრუქციას, ზოგიერთი ტელემაუწყებლის მხრიდან. ბოლო წელია, ჩვენი არაერთი წერილობითი, ზეპირი და ელექტრონული გაფრთხილების მიუხედავად, რაიმე სახის ქმედებაც კი არ განახორციელეს, დავალიანების აღმოსაფხვრელად.

ჩვენ არ ვაპირებთ სხვა კომპანიების ხარჯების განხილვას, მაგრამ ინფორმაციისთვის აღსანიშნავია, რომ თვიური მომსახურების ღირებულება საჯაროა და დღეს, ეს ნაწილი შეადგენს საინფორმაციო არხთა დანახარჯების ისტორიულ მინიმუმს.

იძულებული ვართ, გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:

  1. სტერეო +-თან, ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულ იგნორირებას რაიმე პოზიტივის მოტანის პერსპექტივა არ გააჩნია;
  2. თუ გონივრულ ვადაში, ეს არხები სრულად არ დაფარავენ დავალიანებას, სტერეო + შეწყვეტს მათთან მომსახურების ხელშეკრულებას.

კომპანიის დირექცია

P.S. აღნიშნულ განცხადებაში არხების დაუკონკრეტებლობა განპირობებულია საკითხის პოლიტიზებისგან თავის არიდების ჩვენი სურვილით და დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, არ მოხდება მათი გასაჯაროება.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო