„თალიბების“ ვიცე-პრემიერი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლების წარმომადგენელს“ შეხვდა

„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლების წარმომადგენელს“ ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი „ტვიტერზე“ წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე „ორივე ქვეყანასთან“ დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს.

რაც შეეხება ალექსეი მაქსიმოვს, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს და რუსეთში „სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად“ დანიშნეს.

ცნობისათვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „დეპუტატმა“ დავით სანაკოევმა აგვისტოში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ მხრიდან „თალიბანის“ აღიარებას არ გამორიცხავს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ