იოსებ ხახალეიშვილი - გვჯერა, ჩვენი გუნდი კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო, მათ შორის, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ხედვა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის განვითარებისა და, ზოგადად, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და მიკრო მეწარმის ხელშეწყობაზე.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით და ტურიზმის განვითარებით, ახალი ინვესტორების მოზიდვა და მათთვის სასურველი გარემოს შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას.

მისი განმარტებით, მომავალში გაგრძელდება და გაფართოვდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები თუ სახელმწიფო პროგრამები, ხელი შეეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფას, ასევე წარმოების გასაძლიერებლად გაგრძელდება ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამების დახვეწა და მათი ეფექტიანობის გაზრდა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისი. გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება“, - განაცხადა შეხვედრებზე იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა