ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე ადმინუსტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩახერგილია საავტომობილო გზები. სოფელ ომფარეთში, სადაც 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, გადაადგილების პრობლემები შეიქმნა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება, თუ რა სახის სამუშაოები გახდება საჭირო. მათივე თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას შეისწავლის.

„თვალნათლივ ჩანს, რომ მეწყრული ზონაა. 2-3 დღეა გადაუღებლად წვიმს. ასეთი ძლიერი წვიმა ალბათ, კარგა ხანია არ გვინახავს. რაც შეეხება ტერიტორიას, მთაგორიანია და მეწყრული ზონაა, წვიმამ უფრო დაალბო და განვითარდა მეწყერი. მოსახლეობა ყურადღების ქვეშაა. მუნიციპალიტეტს ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი და თუკი გადაადგილება, სასწრაფო დახმარება დასჭირდებათ, ეს არაა პრობლემა. ალტერნატიული გზაც არსებობს, ცოტა შორსაა. შესაბამისი სამსახურები, როცა შეისწავლიან, კერძოდ გეოლოგიური დასკვნაა დასადები, იქამდე მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ძალებით, ვეცდებით, რომ შესაბამისი დახმარება გავუწიოთ სოფელს და ეს გზა რაღაცნაირად აღვადგინოთ, სანამ მოხდება მთლიანად ამ გზის გეოლოგიური დასკვნით აღდგენა“, - განაცხადა ლანჩხუთის მერის მოადგილე ბიძინა იმნაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა