გერმანიის ქალაქმა ბიბერახმა თელავის მუნიციპალიტეტს საკემპინგე ადგილი გადასცა

გერმანიის ქალაქმა ბიბერახმა თელავის მუნიციპალიტეტს საკემპინგე ადგილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის შეთანხმებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და ქალაქ ბიბერახის მერმა ნორდერ ზაიდლერმა მოაწერეს ხელი.

თელავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტურისტული ობიექტი ბიბერახის მერიის დაფინანსებით მოეწყო. პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

როგორც ნარეკლიშვილმა განმარტა, საკემპინგე ადგილის მოწყობა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„უპირველეს ყოვლისა, თელავის მუნიციპალიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი გულითადი მეგობრის, თელავის საპატიო მოქალაქის, რაინერ ეტზინგერის გარდაცვალების გამო. ის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება არა მხოლოდ ბიბერახისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ყოველთვის გვემახსოვრება თელავისთვის მის მიერ გაკეთებული უამრავი კეთილი საქმე და ბატონი რაინერის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საკემპინგე ადგილის მოწყობა თელავში, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამ მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ბიბერახის მხარეს”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა