ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მხარდაჭერით, რომელიც მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია, ჩაატარა სემინარი თემაზე "მწვანე გარიგების პერსპექტივები და მდგრადი განვითარება". ღონისძიება გაიმართა ევროპელ მკვლევართა ღამე 2021-ის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

"დღესდღეობით კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს მსოფლიოსთვის. ევროპული მწვანე გარიგება ცდილობს გააუმჯობესოს მოქალაქეთა და მომავალი თაობების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა სუფთა ჰაერისა და წყლის, ჯანსაღი საკვების, ჯანსაღი ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების გზით. სწორედაც, ეს სემინარი, უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისთვის, რომლებიც მრავალი წელია მუშაობენ ამ მიმართულებით, რათა მოხდეს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება” - განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, მაკა ქაჯაიამ. ავსტრიისა და ბულგარეთის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა გახსნეს დისკუსია ევროპული მწვანე გარიგებისშესახებ ინფორმაციის მიწოდებით და ისაუბრეს მის კავშირზე მეცნიერებასთან.

ევროპული „მწვანე გარიგება“მიზნად ისახავს ეკონომიკის გაძლიერებას რესურსების ეფექტური გამოყენების, წრიული ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების შეჩერების, დაკარგული ბიომრავალფეროვნების აღდგენის და დაბინძურების შემცირების გზით. „საქართველო იმსახურებს სტრატეგიებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი კონკურენტუნარიანობის დიდი პოტენციალის ამუშავებას. ნახშირბადის ნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად, მკვლევარებმა უნდა გადახედონ დაფინანსების საკითხებს, გლობალურ თანამშრომლობას და კომუნიკაციის გზებს პოლიტიკოსებთან, მეცნიერებთან, ბიზნეს სექტორის და ინდუსტრიის, მედიისა და კულტურის წარმომადგენლებთან, ფართო საზოგადოებასთან. ძალზე მნიშვნელოვანია სამეცნიერო კომუნიკაციის როლი ამ სექტორების დასაკავშირებლად ნებისმიერი საზოგადოებაში. ის ხელს უწყობს აქტიურ პარტნიორობას მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისა და ინოვაციების განვითარებისკენ მისწრაფებაში“ - აღნიშნა დაძმობილების პროექტის მრჩეველმა, ინეს გავარანემ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი უკვე დაწყებულია საქართველოში. ახალი ტექნოლოგიების კვლევისა და ინოვაციისკენ სწრაფვა დაიწყო ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებით, რომელმაც შემოიღო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) კონცეფცია სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ამ პროცესს სჭირდება დაჩქარება და მხარდაჭერა ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი პროდუქციის წარმოება-განვითარებას, რომელსაც გამოყენების ციკლის მაღალი მაჩვენებელი ექნება.

„ახდენს თუ არა კლიმატური ცვლილებები ზემოქმედებას საქართველოზე და რა ფორმით? შეუძლია თუ არა საქართველოს გაუმკლავდეს გლობალურ კლიმატურ ცვლილებს? დიახ, აქვს. ახალი აზროვნების საფუძველზე, საქართველომ შეიძლება აღადგინოს თავისი ენერგეტიკული სისტემა და ამით დაიწყოს "ენერგეტიკული გადასვლა", ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, განახლებადი ენერგიების დიდი პოტენციალის გამოყენებით და სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის, მაგალითების გათვალისწინებით, მათ შორის მზის და ქარის ენერგიის გამოყენებით. თავისი არსით, ენერგეტიკული სისტემა არის ქვეყნის საზოგადოებრივი სისტემის ღირებულებების გამოვლინება ” - აღნიშნა გილბერტ აჰამერმა ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოდან.

რესურსების წრიული გამოყენების ოპტიმიზაცია მთელს ეკონომიკაში არის მთავარი ვექტორი საქართველოს ეკონომიკის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. ნანგრევების და სამშენებლო ნარჩენების მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი შეადგენენ ქვეყნის ნარჩენების უდიდეს ნაკადს. ამ ნარჩენებს სამშენებლო სექტორში აქვს დიდი პოტენციალი და შესაძლებელია სხვა სახის გადამუშავებული ნარჩენების განმეორებითი გამოყენება, მაგალითად, ტექსტილის ნარჩენების, საბურავების, სამრეწველო ნარჩენების და ა.შ. წრიული ეკონომიკის ნარჩენების სხვა ძირითადი ნაკადებია ელექტრო და ელექტრონული აღჭურვილობის ნარჩენები, გამოყენებული საბურავები, პლასტმასი, ქსოვილები და ა. შ.

”ნამდვილი გამოწვევაა ინდუსტრიის რეალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სოციალური გადაწყვეტილებების მოძებნა, დონორებთან პარტნიორობის დამყარება და ისეთი ბიზნეს მოდელების შექმნა, რომელიც "ყველას ინტერესს გაითვალისწინებს“. საქართველოს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, სადაც საჭიროა ახალი გადაწყვეტილებების მიღება და ინვესტიციების ჩადება, მწვანე გარიგების პოლიტიკამ შეიძლება უზრუნველყოს სამართლიანი და ყოვლისმომცველი გადასვლა ეკოლოგიურად სუფთა სისტემაზე კონკურენტუნარიანობის დიდი პოტენციალით ” - აღნიშნა იოჰანეს მაიერმა ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოდან.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა