“ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, წყალტუბოში წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვა ხდება

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, წყალტუბოში წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვა ხდება. პარტიის წყალტუბოს შტაბის ხელმძღვანელის მამუკა საღარეიშვილის თქმით, ხდება როგორც პროდუქტის დარიგება, ასევე სამედიცინო ცნობის მიხედვით თანხის გადარიცხვა.

მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, საეჭვოა, რომ ერთ კვირაში კლინიკებს ათეულობით ადამიანმა მიმართა და მერიისგან ყველამ დახმარება მიიღო. ოპოზიციის თქმით, ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები პროექტების გარეშე ხორციელდება. საღარეიშვილი ფაქტებზე რეაგირებას და შესწავლას მოითხოვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს