„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მარნეულში მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და აჰმედ იმაკულიევმა მარნეულში მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინეს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ წინსვლის მაგალითია.

„ეს გუნდი, „ევროპული საქართველო“ ვინც აქ ვართ და აჰმედი, ჩემთვის მაგალითია წინსვლის იქითკენ, სადაც ეს ქვეყანა თანასწორია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სადაც ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ეთნიკური წარმოშობა და რელიგია, რომლითაც ვამაყობთ. ამავდროულად, ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ერთად მიგვყავს ეს ქვეყანა წინ, იქ სადაც არის თავისუფლება, სიცოცხლე დაცულია და ყველას შეგვიძლია, ბედნიერებას მივაღწიოთ ჩვენი შრომით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც მარნეულში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განმარტა, 2 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მარნეულის ოფისთან, ჩვენი წარმომადგენლები გავაცანით მოსახლეობას, კერძოდ, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მოსახლეობას და მთელ საქართველოს განსხვავება “ქართული ოცნებისგან”, რომელიც უნიათოა. „ქართულმა ოცნებამ“ 9 წლის განმავლობაში საქართველო მიიყვანა ამ ზღვრამდე. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის მიუღებელია, 2 ოქტომბერს აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” - განაცხადა იმამკულიევმა.

როგორც თამარისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო რობაქიძემ აღნიშნა, ამ არჩევნებში წყდება ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლების ბედი.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც არის კონკრეტულად მარნეულში, ასევე “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, დაშინებებზე. ისინი ცდილობდენ, დააშინონ ხალხი, ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებში წყდება ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლების ბედი“, - განაცხადა ნინო რობაქიძემ.

მარნეულში „ევროპული საქართველოს“ გუნდი ასე გამოიყურება: ამილ ასუმოვი - კაპანახჩი ალგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიას მამედოვი - ქუთლიარი ყულარის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანარ ზეინალოვი - ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინო რობაქიძე - თამარისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ფარხად გარაჯაევი - დამია-გეურარხი, შულავერის მაჟორიტარობის კანდიდატი.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მარნეულში მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს