ბსუ-ში ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენცია დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ,,ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე ორი დღის განმავლობაში განათლების ექსპერტებმა და ოფიციალურმა პირებმა ბავშვთა უფლებების შესახებ იმსჯელეს. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ბავშვის უფლებების შესახებ სტუდენტური ესეებისა და სასკოლო პროექტების კონკურსი.

კონფერენციის დასასრულს აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ორი სტუდენტური ესეს ავტორსა და ქვეყნის მასშტაბით 15 სკოლას სერტიფიკატები გადასცეს და საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს.

,,მოხარული ვართ, რომ ამჯერად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას. ბსუ-ს და გაეროს ბავშვთა ფონდს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია არაერთი ერთობლივი საინტერესო პროექტის განხორციელება. საერთაშორისო ფორუმში დარგის ექსპერტების მონაწილეობა ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვას, მეორე მხრივ, ჩვენი ბავშვების უკეთეს მომავალს, საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, ქვეყნის მდგრად და სტაბილურ განვითარებას“ - აღნიშნა მერაბ ხალვაშმა.

როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნავენ, საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავდა ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფას და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.

ფორუმზე საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცა თავიანთი ინიციატივების გაზიარების საშუალება. ამასთან, კონფერენცია ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა