წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

გვსურს დავაზუსტოთ, რომ დღეს, ქალბატონი მარინა ბერიძის მიერ ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა წინანდალში, მაგრამ არ დაესწრო ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტს, არ შეესაბამება სიმართლეს.

ქალბატონი თეა წულუკიანი წინანდალს 17 სექტემბერს ესტუმრა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით, შეხვდა ფესტივალის დამფუძნებლებს, საერთაშორისო საბჭოს წევრებს, მათთან ერთად განიხილა სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე დაისახა სამინისტროს მიერ 2022 წლიდან წინანდლის ფესტივალის მხარდაჭერის კონკრეტული მიმართულება და შეთანხმდა თანამშრომლობის გეგმა. ახალგაზრდა ქართველი არტისტების კონცერტი კი გაიმართა მომდევნო დღეს, 18 სექტემბერს, დღის 12 საათზე. ამიტომ იმის მტკიცება, რომ მინისტრი წინანდალში იყო და აღნიშნულ კონცერტს არ დაესწრო, მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა