ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ფოთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. წაქცეულია ხეები, რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მერიის შესაბამისი სამსახურები არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ამასთან, ძლიერმა ქარმა ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ტერმინალში 25-ზე მეტი ტვირთმზიდი კონტეინერი დააზიანა. ტერმინალის შიდა პერიმეტრში მდებარე მცირე ზომის ნაგებობას სახურავები გადახადა. ტერმინალის მეპატრონეები ზარალს ითვლიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა