მამუკა წოწერია - წლის ბოლომდე ზუგდიდში 600-ზე მეტ დევნილ ოჯახს  საცხოვრებელი ბინა გადაეცემა, უახლოეს წლებში, დამატებით 1700-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

წლის ბოლომდე ზუგდიდში 600-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომელიც ბარამიას, ლაღიძის და თამარ მეფის ქუჩებზე დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრას მერობის კანდიდატთან ერთად პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დევნილთა მიმართულებით დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს. მამუკა წოწერიას განცხადებით, დევნილთა განსახლება და მათი ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა, „ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტია.

მერობის კანდიდატის განმარტებით, მიმდინარე წელს ზუგდიდში 600-ზე მეტ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემა, ხოლო უახლოეს წლებში დამატებით 1700-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, ხორციელდება სოფლად სახლის პროექტი, რომლიც ითვალისწინებს დევნილი ოჯახებისთვის სახლების შეძენას.

სოზარ სუბარის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს დევნილთა უფლებები ირღვეოდა, ადამიანებს ასახლებდნენ შენობებიდან და მათი ჩასახლება ხდებოდა ფოცხოეწერის დასახლებაში, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამჯერად კი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა წარმოადგენს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ახალი მერი მამუკა წოწერია, რომლის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დევნილების ცხოვრება გაუმჯობესდეს და იყოს შესაბამისი თანამედროვე სტანდარტებთან. ეს ადამიანებიც კარგად გრძნობენ იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვთ „ქართული ოცნების“ მხრიდან და ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად გამოყოფილია დევნილებისთვის არ ყოფილა მსგავსი არასდროს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გახდეს უკეთესი, მანამ სანამ დაბრუნება მოხდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეც არ არის შორს" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ იმ განწყობებზე ისაუბრა რაც დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების და ხშირი კომუნიკაციის შემდეგ აქვს.

„დევნილების დიდი მხარდაჭერა აქვს მამუკა წოწერიას და ეს თვალნათლივ ჩანს ამ შეხვედრებზეც. ეს არის ცხოვრების მაგალითი და მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებს ვინ შეიძლება ეიმედებოდეს და ვისი მხარდაჭერაც შეიძლება ჰქონდეთ - სწორედ მას უჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მამუკა, როგორც ზუგდიდის მერი იქნება ძლიერი, ღირსეული მერი და სამაგალითოდ დაამარცხებს ყველა მის კონკურენტს. 2 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და დღეს ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი დევნილების სიმტკიცის და ერთიანობის მოლოდინით და გამარჯვებით ვართ აღვსილი", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო