კახა კალაძე - ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ქვეყანას

ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ასეთი საერთაშორისო პლატფორმები, იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

კახა კალაძის თქმით, ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ საქართველო მზად არის, გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი და ნატო ჰქვია.

„ ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ასეთი საერთაშორისო პლატფორმები, იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუ რამდენი რეფორმები ხორციელდება. ყველა ასეთი პლატფორმა გამოსაყენებელია, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ მათ, რომ საქართველო მზად არის, გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია და რა თქმა უნდა, ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნებები ხდება“. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და საქართველო კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრია მსოფლიოში. ამასთან, პრემიერის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს