გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნების" დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად წყნეთში იმყოფებოდა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართა.

მათი ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძემ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და რაიონის განვითარების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

როგორც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, ამა თუ იმ უბნისთვის პრიორიტეტული საკითხები სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა განისაზღვროს.

"წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩვენ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას განვაგრძობთ. კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად, გამოიკვეთა პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც, მოსახლეობის ჩართულობით, ჩვენ გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ვგეგმავთ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა