იუსტიციის მინისტრმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა

ახალციხეში საარქივო დოკუმენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან და ეროვნული არქივის ხელმძღვანელთან თეონა იაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული შენობა 1962 წელს არის აგებული. შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით 3-სართულიანი არქივსაცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. ამჟამად შენობის საერთო ფართი 1300მ2-ია. გაიზარდა საცავის ფართიც და 850მ2 შეადგინა. ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების აქ დაცულ 139 100-ზემეტ საარქივო საქმეს ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს. საარქივო დოკუმენტებს შორისაა სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი ორგანოების, სახალხო კონტროლის, საფინანსო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, სახალხო განათლების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ დაწესებულებათა მასალა.

იუსტიციის სამინიტროს ინფორმაციით, შენობა სრულად აღიჭურვა გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.

მოქალაქეთათვის მოეწყო სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყო ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

მათივე ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და ახალი საცავის მშენებლობის საწყის ეტაპზევე, მიწის სამუშაოებისას, აღმოჩნდა XVIII-XIX საუკუნის არქეოლოგიური ნაშთი - ძველი შენობის ფრაგმენტები, რომელიც დამთვალიერებლისთვის ღიაა.

ნაგებობის ნაშთის კვლევასა და კონსერვაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა