ზურაბ ჯაფარიძე - უნდათ ვიღაცას წარმოდგენა შეუქმნან, რომ სასწაულს აპირებს ოპოზიცია, მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?

მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?!, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს და „აქციებისთვის ემზადება“.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან არცერთ შეხვედრაზე აქციები არ დაგეგმილა, თუმცა აქციებს რომც გეგმავდნენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

,,ჯერ არ ვყოფილვარ არცერთ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სადაც რაიმე აქციები იგეგმებოდეს, მაგრამ აქციებსაც რომ ვგეგმავდეთ მერე რა? მე ვგეგმავ აქციებს, ვემზადები აქციებისთვის. რაც კი შემიძლია ვაკეთოთ ვაკეთებთ, ერთადერთი რაც აკლია წინასაარჩევნო პერიოდს არის ის, რომ დიდი მიტინგები არ არის, ისიც პანდემიის გამო. დანარჩენი რანაირად არ ვარ აქტიური, 24 საათი ტრასაზე ვარ გაგდებული და დავდივარ აქეთ-იქით, მეტი რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, მაგრამ თუ ამით უნდათ ვიღაცას წარმოდგენა შეუქმნან, რომ სასწაულს აპირებს ოპოზიცია ვაღიარებ და ვიტყვი, რომ მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი საკუთარი კვლევების მიხედვითაც 40%-ზე ნაკლებს იღებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალ წელს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ხელისუფლება შეიცვლება.

,,მათივე კვლევებითაც კი ისინი ვერ იღებენ 40%-ს და ეს არ არის პირველი კვლევა, მათი ყველა კვლევა მაქვს ნანახი, ჟონავს და ყველამ ნახა, ეს თვითონაც იციან. მათი კვლევების მიზანია, რომ საკუთარი ამომრჩევლები გაამხნევონ, თითქოს ისევ რჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ დარჩებიან. მომავალ წელს ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ხელისუფლება შეიცვლება. მათ აქვთ სულ ორი ინსტრუმენტი პირველი არის დაშანტაჟება და დაშინება, რომელიც უკეთ მუშაობს რეგიონებში, რადგან თბილისში ხმამაღლა ყვირილი შეგიძლია და მეორე არის მოსყიდვა, ფულის დარიგება, რასაც აკეთებენ კოორდინატორების მეშვეობით. ეს არის ერთადერთი რაც დარჩათ, მათ დაპირებებს არანაირი შინაარსი და სანდოობა აღარ აქვს, მათივე მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ, რომ ტურისტული ცენტრი აშენდება ჩოხატაურში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზურაბ ჯაფარიძე - უნდათ ვიღაცას წარმოდგენა შეუქმნან, რომ სასწაულს აპირებს ოპოზიცია, მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?

მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?!, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს და „აქციებისთვის ემზადება“.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან არცერთ შეხვედრაზე აქციები არ დაგეგმილა, თუმცა აქციებს რომც გეგმავდნენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

,,ჯერ არ ვყოფილვარ არცერთ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სადაც რაიმე აქციები იგეგმებოდეს, მაგრამ აქციებსაც რომ ვგეგმავდეთ მერე რა? მე ვგეგმავ აქციებს, ვემზადები აქციებისთვის. რაც კი შემიძლია ვაკეთოთ ვაკეთებთ, ერთადერთი რაც აკლია წინასაარჩევნო პერიოდს არის ის, რომ დიდი მიტინგები არ არის, ისიც პანდემიის გამო. დანარჩენი რანაირად არ ვარ აქტიური, 24 საათი ტრასაზე ვარ გაგდებული და დავდივარ აქეთ-იქით, მეტი რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, მაგრამ თუ ამით უნდათ ვიღაცას წარმოდგენა შეუქმნან, რომ სასწაულს აპირებს ოპოზიცია ვაღიარებ და ვიტყვი, რომ მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი საკუთარი კვლევების მიხედვითაც 40%-ზე ნაკლებს იღებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალ წელს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ხელისუფლება შეიცვლება.

,,მათივე კვლევებითაც კი ისინი ვერ იღებენ 40%-ს და ეს არ არის პირველი კვლევა, მათი ყველა კვლევა მაქვს ნანახი, ჟონავს და ყველამ ნახა, ეს თვითონაც იციან. მათი კვლევების მიზანია, რომ საკუთარი ამომრჩევლები გაამხნევონ, თითქოს ისევ რჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ დარჩებიან. მომავალ წელს ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ხელისუფლება შეიცვლება. მათ აქვთ სულ ორი ინსტრუმენტი პირველი არის დაშანტაჟება და დაშინება, რომელიც უკეთ მუშაობს რეგიონებში, რადგან თბილისში ხმამაღლა ყვირილი შეგიძლია და მეორე არის მოსყიდვა, ფულის დარიგება, რასაც აკეთებენ კოორდინატორების მეშვეობით. ეს არის ერთადერთი რაც დარჩათ, მათ დაპირებებს არანაირი შინაარსი და სანდოობა აღარ აქვს, მათივე მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ, რომ ტურისტული ცენტრი აშენდება ჩოხატაურში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია