რეზო ხარაზი - მივმართავთ პროკურატურას, გამოაქვეყნოს „ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები

მივმართავთ პროკურატურას, გამოაქვეყნოს "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა რეზო ხარაზმა პროკურატურასთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს მერობის კანდიდატად კორუმპირებული და სავარაუდოდ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი მერობის კანდიდატი ჰყავს.

"დღეს ჩვენ საქართველოს პროკურატურას მივმართეთ, რომ გამოაქვეყნოს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია.

საინტერესოა, რამდენ საქმეზე იყო დაბარებული პროკურატურაში ბატონი ჩიქოვანი გამოკითხვაზე და რამდენი საქმეა მის წინააღმდეგ აღძრული. მაგალითად შსს - ში, სოდ-ში მუშაობის დროს და ა.შ... ამასთან აჭარის საავტომობილო დეპარტამენტში მუშაობის დროს.

თუ პროკურატურა გამოაქვეყნებს ამ დეტალებს გამოჩნდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბათუმს "ჩაუდო" კორუმპირებული და სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულებებში ეჭვმიტანილი მერი", - აცხადებს რეზო ხარაზი.

რეზო ხარაზის ბრალდებას "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა.

"ოპოზიცია ერთი და იგივე საკითხზე საუბარს არ ეშვება. მარტივად გეტყვით, რომ ყველა შეკითხვაზე, რომელიც არსებობდა ჩემს სხვადასხვა სამსახურში მუშაობასთან დაკავშირებით, ყველა შეკითხვას პასუხი გაცემულია.

მათ აღელვებთ ჩვენი მოქალაქეების განწყობები, აღელვებთ კონკრეტული რეიტინგები და ამ საარჩევნო პერიოდში ცდილობენ, "ფეიკნიუსებით" და არაორდინალური გადაწყვეტილებებით ჩვენი ამომრჩეველი გააოცონ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი გააოცებთ შედეგებით",- აღნიშნა მან.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო