თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია დაკარგული ტერიტორიების და დაკარგული ურთიერთობის დაბრუნება.

,,დღეს არის მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის, სოხუმის დაცემის დღე და გარდა ამ დღის სიმძიმისა, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს დაკარგულ ტერიტორიებს, დაკარგულ ურთიერთობებს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო