ნათია თურნავა - ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას!

ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას! - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე „ენკა“-სთან საარბიტრაჟო სასამართლოში არ აღმოჩნდება და როგორც აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს. თურნავას ინფორმაციით, “ენკაც“ ადასტურებდა, რომ არიან ინვესტორები და მშენებლები, რომელთა ამოცანაა პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული.

“ვინაიდან დღეს არის ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს. კვალავაც ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “ნამახვანის“ პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა ისიც, რომ მისთვის “ნამახვანჰესისა“ და “ანაკლიის“ პორტის პროექტების შედარება მიუღებელია და აღნიშნული პარალელი უადგილოა.

“ანაკლიის პროექტის ინვესტორმა, იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ვალდებულება რამდენჯერმე გადაუვადა, მათ მხარეს არსებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და არ შეასრულა. დღეს ანაკლიის კონსორციუმი სახელმწიფოს 2-მილიარდზე მეტს ედავება, რაც ცალკე საკითხია, რამდენად სწორი და მორალურია. “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დავა ჯერჯერობით არ არის, თუმცა დავის ალბათობა არსებობს, ამიტომ თავშეკავებული ვარ დღეს. ჩვენი სურვილია, არ იყოს დავა - იყოს ურთიერთშეთანხმებით წინ სიარული, რაც ინვესტორისთვისაც მისაღები უნდა იყოს, მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ნათია თურნავა - ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას!

ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას! - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე „ენკა“-სთან საარბიტრაჟო სასამართლოში არ აღმოჩნდება და როგორც აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს. თურნავას ინფორმაციით, “ენკაც“ ადასტურებდა, რომ არიან ინვესტორები და მშენებლები, რომელთა ამოცანაა პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული.

“ვინაიდან დღეს არის ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს. კვალავაც ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “ნამახვანის“ პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა ისიც, რომ მისთვის “ნამახვანჰესისა“ და “ანაკლიის“ პორტის პროექტების შედარება მიუღებელია და აღნიშნული პარალელი უადგილოა.

“ანაკლიის პროექტის ინვესტორმა, იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ვალდებულება რამდენჯერმე გადაუვადა, მათ მხარეს არსებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და არ შეასრულა. დღეს ანაკლიის კონსორციუმი სახელმწიფოს 2-მილიარდზე მეტს ედავება, რაც ცალკე საკითხია, რამდენად სწორი და მორალურია. “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დავა ჯერჯერობით არ არის, თუმცა დავის ალბათობა არსებობს, ამიტომ თავშეკავებული ვარ დღეს. ჩვენი სურვილია, არ იყოს დავა - იყოს ურთიერთშეთანხმებით წინ სიარული, რაც ინვესტორისთვისაც მისაღები უნდა იყოს, მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი