თბილისში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

130 დევნილ ოჯახს თბილისში, ოროთახიანი ბინის გასაღები გადაეცა. დევნილთა სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები.

„თბილისში, 260 ოროთახიანი ბინების მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნა. კომპანიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სამუშაოების დასრულების ვადა მნიშვნელოვნად დაარღვია, რის გამოც განსახლების პროცესი რამდენიმე თვით შეფერხდა. 130 დევნილ ოჯახს თბილისში, ოროთახიანი ბინის გასაღები უკვე გადავეცით. დამატებით, 130-მდე ოჯახი კი, ბინებს ეტაპობრივად მიიღებს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

„დევნილთა სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს, რათა მენაშენემ ყველა ბინა, სტანდარტების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში ჩააბაროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა