რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

„სოხუმის დაცემის და ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვის დღიდან, 28 წელი გავიდა. ეს დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ პატივი მივაგეთ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და საქართველოს ერთიანობისთვის ომში დაღუპულების ხსოვნას. ტრაგედიამ, რომელიც 28 წლის წინ განვითარდა საქართველოში, ერთნაირად დააზარალა აფხაზეთი, სამაჩაბლო, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო - მთელი საქართველო. ჩვენ უნდა დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა აფხაზ ხალხთან და ეს იქნება დასაწყისი იმ საქართველოს შენების გზაზე, როგორი საქართველოსთვის ბრძოლასაც შეეწირა ჟიული შარტავა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდების ხეივანში, გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი. ღონისძიებას, საკრებულოს დეპუტატები და აფხაზეთის ომის რუსთაველი ვეტერანები ესწრებოდნენ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, 300 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი. შეიარაღებულმა კონფლიქტმა სხვადასხვა ეროვნების 10 ათასამდე მებრძოლის და 4 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა დახვრიტეს, გარდაცვალების შემდეგ, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს