„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოსთვის“ და მოხალისეთა გაერთიანება „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ განცხადებას ავრცელებს

ააიპ „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო“ და „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ მოხარულია საქართველოში მოქმედი რვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კოალიციის - „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის" დაარსების გამო. მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციითა და სიყალბით გაჯერებულ საინფორმაციო გარემოში, სიმართლისათვის მებრძოლი ორგანიზაციები სინქრონულად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კოალიციის შექმნას მხარს USAID ის და Zinc Network-ი უჭერს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ ინიციატივას, რადგან ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა დეზინფორმაციასთან ბრძოლის საქმეში ფასდაუდებელია. სწორედ USAID ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) იყო იყო პირველი, ვინც მხარი დაუჭირა “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს ინიციატივას” და მოგვცა შესაძლებლობა საფუძველი ჩაგვეყარა საყოველთაო, სახალხო ინიციატივა „საინფორმაციო თვდაცვის ლეგიონისთვის“, რომელიც 2018 წლიდან ჩართულია ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღების, სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაზრდისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში.

აღსანიშნავია, რომ „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ ამჟამად მთლიანად მისი წევრებისა და მხარდამჭერების დონაციით ფუნქციონირებს და მხარს უჭერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევას. ვინაიდან „სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი - საქართველო“ 2018 წლიდან დღემდე აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოების მედეგობის ამაღლების პროცესში, ჰყავს მნიშვნელოვანი უნარებისა და გამოცდილების მქონე წევრები და რესურსი, რომელიც მთლიანად აქტივიზმსა და მოხალისეობრივ ჩართულობაზეა ორიენტირებული ჩვენთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კოალიციაში გაერთიანების შესაძლებლობა არ მოგვეცა.

არადა, ჩვენი მიზნები და ამოცანები მუდამ თანხვედრაში იყო იმ სულისკვეთბასთან, რასაც აღნიშნული კოალიცია უნდა ემსახუროს. პატივს ვცემთ კოალიციაში გაწევრიანებული ორგანიზაციების საქმიანობებსა და თემატიკას, რომლითაც ისინი ბოლო წლებია საქართველოში დაკავებულნი არიან, თუმცა კიდევ უფრო გაუგებარია მსგავსი ორგანიზაციების გაერთიანების ფონზე იმ ორგანიზაციის ინტელექტუალური თუ ტექნიკური შესაძლებლობების არ გამოყენება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად სწორედ ანტიდასავლურ პროპაგანდას, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენასა თუ სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის ხარისხის გაზრდას ემსახურებოდა.

წარმატებებს ვუსურვებთ ახლადშექმნილ კოალიციას და ვიმედოვნებთ, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის რთულ გზაზე, სანდოობის მინიმუმ იმ ხარისხს მაინც მიაღწევენ რომელიც საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა უკვე წლებია დაიმსახურა... „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ შემთხვევაში ეფექტიანობაცა და ნდობაც, კონკრეტული, სპეციფიკური და გაზომვადია. მხოლოდ ჩვენს ერთ გვერდს ფეისბუქზე 80.000 -ზე მეტი ადამიანი მიყვება, ხოლო ყოველთვიურად, მტრული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილ გზავნილებს, საშუალოდ ნახევარ მილიონ ადამიანს ვაჩვენებთ.

არაფერს ვამბობთ ათეულობით მოხალისესა და შემომწირველზე, რომლებიც ამ განცხადების მომზადების პარალელურად „ლეგიონის“ ეგიდით ახალი პროექტზე, „სამოქალაქო მედეგების სკოლის“ შექმნაზე მუშაობენ. სწორედ ამიტომ, გულდასაწყვეტია ასეთი რესურსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის იგნორირება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სახელმწიფოსა თუ საზოგადოების წინააღდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების აღკვეთის ნებისმიერ ძალისხმევას.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა