სოფელ მატანის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამჯერად, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში აქტიურად მიმდინარეობს, სადაც წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და დასახლების უმეტეს ნაწილში ათწლეულებია არ ფუნქციონირებს.

ადგილობრივების ნაწილი საუბნო ონკანებით სარგებლობს, ნაწილს კი, წყალი კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით მიეწოდება.

„სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, აშენდა 3 სათავე ნაგებობა, რეზერვუარი. გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს. მდინარე კურტანაძეულის კალაპოტში მოეწყო დრენაჟი და ნაპირდამცავი გაბიონი. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც 4 500-ზე მეტი ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა