ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება

ბათუმში "ამბასადორ აილენდის" პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ჯამური საინვესტიციო პორტფელი 100 მლნ დოლარს შეადგენს და ის 2 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნება 1 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

პროექტს საფუძვლად დაედება ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა