უმაღლესი ხარისხის ალუმინის კარის წარმოება საქართველოში - როგორია მსოფლიო ბრენდ ,,არისტოს“ გეგმები საექსპორტოდ და ქართულ ბაზარზე

საქართველოში საერთაშორისო ბრენდის ალუმინის სლაიდ სისტემები იწარმოება. ,,არისტოს“ პროდუქცია ბაზარზე ლიდერი დარჩა პანდემიის პირობებშიც - ამის შესახებ ,,ინტერპრესნუსთან“ არისტოს“ ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის „მემო გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიტაძემ განაცხადა.

კომპანიამ მოახერხა ბაზარზე ლიდერობის პარალელურად, პანდემიის სირთულეები ისე გადაელახა, რომ დასაქმებულები სრულად შეინარჩუნა. გიორგი ჩიტაძე ამბობს, რომ მათი ყველა დასაქმებული უცხოელი სპეციალისტების მიერაა გადამზადებული.

,, ჩვენი წარმოება თბილისშია. ამ ეტაპზე დასაქმებული გვყავს 20-მდე ადამიანი. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი გაფართოებასა და კომპანიის გაზრდაში, მაგრამ ბაზარზე ჩვენი პოზიციები მაინც შევინარჩუნეთ და მაინც ლიდერ კომპანიად ვრჩებით დღესდღეობით. მოვახერხეთ ისიც, რომ დასაქმებულების რაოდენობა არ შეგვიმცირებია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე რეალიზაცია შეგვიმცირდა.

რაც შეეხებათ ჩვენს თანამშრომლებს, მუდმივად ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება. თვითონ ჩვენი კომპანიაც მოწოდებული იყო ამისკენ და „არისტოს“ სათავო ოფისიდანაც გარკვეული დირექტივები მივიღეთ. ჩვენი ყველა თანამშრომელი გადამზადებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ. პირველად, როდესაც ჩამოვიდნენ და გადაამზადეს, მას შემდეგ, ყოველწლიურად ჩამოდიან, ახალი ტრენინგები ტარდება, სიახლეებს აცნობენ. ასე რომ, ჩვენი სტანდარტები გვაქვს კიდევ დადგენილი, რომლითაც ჩვენი თანამშრომლები მოქმედებენ და მუშაობენ.

„არისტო“ მსოფლიო ბრენდია, რომელიც ორიენტირებულია ალუმინის სისტემების წარმოებაზე. მისი ძირითადი საქმიანობაა: ოთახშორისი კარების, საგერდერობე კარებების, ასევე ავეჯში გამოსაყენებელი ალუმინის კარებების წარმოება. „არისტოს“ პროდუქცია მთელს მსოფლიოში წარმატებით იყიდება, ამ ბრენდს შეხვდებით როგორც ევროკავშირის ბაზარზე, ასევე დსთ-ს ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, ახალ ზელანდიაში და ა.შ. სასიხარულოა, რომ ამ დიდ ოჯახს საქართველოც შეუერთდა და ქართველ მომხმარებელსაც უკვე აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს „არისტოს“ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია.

ამჟამად, გვაქვს 3 სისტემა, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. კერძოდ, გვაქვს როგორც ქვედა რელსზე მოძრავი სისტემები, ასევე დაკიდებული სისტემა, რომელსაც ქვედა რელსი არ სჭირდება და ვიზუალურად სხვანაირად გამოიყურება. ასევე, შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ დასაკეცი სისტემა. ამ სისტემებიდან არის კიდევ რამდენიმე სახის პროფილი და ფერების ფართო არჩევანი“- აცხადებს ჩიტაძე.

,,არისტოს“ საქართველოში წარმოებული პროდუქცია მიმდინარე თვეში პირველად გავიდა ექსპორტზე საცდელ რეჟიმში. კომპანიის დირექტორის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა, მეზობელ ქვეყნებთანაც ექსპორტზე გასვლის კუთხით.

,,დღეისათვის, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვმუშაობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში კი განთავსებულია ჩვენი შოურუმი, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სადაც სტენდებია განთავსებული. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებსაც ნედლეულს ვაწვდით და უკვე შემდგომ, ისინი ახდენენ ჩვენი კარებების აწყობას და დამონტაჟებას. ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები არიან ალუმინის კარ-ფანჯრის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ამასთან დაკავშირებით გვაქვს გეგმები – რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პროდუქციის პირველი, საცდელი პარტია გავაგზავნეთ აზერბაიჯანში, გვაქვს კიდევ რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან საექსპორტო მიმართულებით მოლაპარაკება

პანდემიის გამო, გეგმები მცირედით დაგვიპაუზდა. თუმცა, მომავალი წლისთვის, ვგეგმავთ ახალი საწარმოს გახსნას და გაფართოებას იმიტომ, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. დღეს ისეთი ტენდენციაა ქვეყანაში, რომ ძირითადად კეთდება სტუდიოს ტიპის ბინები და აქ ძალიან ხშირად გამოიყენება სამზარეულოს და მისაღები ოთახის გასატიხრად ალუმინის კარები. გარდა ამისა, ვაპირებთ წარმოებაში ახალი პროდუქციის ჩაშვებასაც. მომავალი წლიდან, ჩვენს ასორტიმენტს ახალი პროდუქტები დაემატება“- განაცხადა „მემო გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა.

(R)

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა