“უმალმა” კუსტარულად წარმოებული თევზის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო

თევზის წარმოება ერთ-ერთი ნაკლებად მოწესრიგებული სფეროა საქართველოში. ჯერ კიდევ დიდია კუსტარული წარმოების წილი მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი საწარმოები, ძლიერი ბრენდებით და სწორი მენეჯმენტით, საშუალო ვადიან პერსპექტივაში შეავიწროვებენ კუსტარული მწარმოებლების წილს ბაზარზე. თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი წარმოებების კუთხით ბევრი მოთამაშე არ არის საქართველოში.

“უმალი” ევროპული სტანდარტების მიხედვით, წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. მას შემდეგ, რაც “სინერჯიმ” კომპანიის წილი შეიძინა და მისი აქტიური განვითარება დაიწყო, ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოიყო სწორედ კუსტარული წარმოებების ჩანაცვლება ჯანსაღი, ხარისხიანი თევზეულის პროდუქტებით.

„ვგეგმავთ, გავზარდოთ მიწოდების მასშტაბი, განსაკუთრებით რეგიონულ მარკეტებში, სადაც კუსტარულად დამუშავებული პროდუქტების წილი კიდევ უფრო მაღალია. ამ მიმართულებით კომპანიაში შეიცვალა გაყიდვების სისტემა და მეტად ორიენტირებული გახდა ამ ბაზრის ათვისებაზე. ასევე, აქტიურად ვიწყებთ ცნობადობის ზრდასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას თევზისა და მისი პროდუქტების დამუშავების ხარისხთან დაკავშირებით“, – ამბობენ კომპანიაში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა