ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში, სოფელ შულავერში ოპოზიციას აქცია ჰქონდა დაგეგმილი და პოლიციელთა მობილიზება სწორედ მათი მოთხოვნით მოხდა

სოფელ შულავერში, სადაც ოპოზიციას საპროტესტო აქცია ჰქონდა დაანონსებული, საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, ზაურ დარგალმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მოითხოვდნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საპოლიციო ძალების მობილიზება თავად ოპოზიციამ მოითხოვა, მათ მიმართეს ადგილობრივ განყოფილებას წესრიგის დასაცავად.

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ აქცია გააუქმეს. დღეს დავინახეთ, რა მხარდაჭერა აქვს ოპოზიციას. არცერთი მოქალაქე არ გამოვიდა პარტიულად დაგეგმილ აქციაზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს. რამდენიმე დღეა გეგმავდნენ ამ აქციას სოფლებში, ბევრი პარტიული რესურსი იყო ჩართული. როგორც ოპოზიციამ გამოაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ განყოფილებას წერილით მიმართეს დაცული რომ ყოფილიყო წესრიგი, ამიტომ მოხდა პოლიციის მობილიზება. აქცია არ შედგა. ახლა სიმშვიდეა ადგილზე“,- აღნიშნავს დარგალი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა