ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გორში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს ეძებენ, რომელიც "შკოდაში" ჩასვეს და გაუჩინარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გორში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილს ლუკა ბიძინაშვილს ეძებენ.
როგორც ბასიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, ლუკა ბიძინაშვილი მეგობრებთან იყო, რა დროსაც „შკოდით“ რამდენიმე პირი მივიდა, მანქანაში ჩასვეს, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
„1 საათია, რაც გაუჩინარებულია მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი, ლუკა ბიძინაშვილი. სამხარეო პოლიციაში ვართ მოსული, ამ წუთამდე ვერ ვიღებთ ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია. ბოლოს მეგობრებთან იყო, სოფელში თეთრი ფერის "შკოდა“ ავიდა, მანქანა გააჩერეს და ჰკითხეს ვინ იყო ლუკა ბიძინაშვილი, ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს, მანქანაში ჩასვეს და გაუჩინარდა. ტელეფონიც გამორთული აქვს. ვერც ოჯახი და ვერ მეგობრები ვერ უკავშირდებიან“, - აღნიშნავს ბასიშვილი.
























