„ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, რომელსაც ეძებდნენ, პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააკავა

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ის თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, რომ გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილს ლუკა ბიძინაშვილს ეძებდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი