თბილისის მერია - დიდუბის გამგეობამ 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოაწესრიგა

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს, ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგო: დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსთან, რობაქიძის გამზირზე - დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-5 კორპუსის მიმდებარედ, ვანის ქუჩის N4-ის მიმდებარედ, ასევე, ბაქრაძის სანაპიროდან შალიკაშვილის ხიდთან ამოსასვლელ პანდუსსა და ეკლესიის მიმდებარედ.

სამუშაოები, ჯამში, 3 900 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 800 ლარი გამოიყო. ამასთან, ასფალტის მოწესრიგება წერეთლის გამზირის N55-ში, N57-სა და N63-ში მიმდინარეობს, სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა