მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - სოფელ მჭადიჯვარში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, საერთო სამშენებლო სამუშაოების გარდა, გათვალისწინებულია ელექტროსისტემის, ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ლეილა მიღდისელთან და საბავშვო ბაღის დირექტორ ცარიკო კბილცეცხლაშვილთან ერთად მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მჭადიჯვრის საბავშვო ბაღი, რომელიც 50-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და ამასთან, ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

ცნობისათვის, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 600 000 ლარს აღემატება. სამუშაოებს კი შპს ,,მეტალ+“ აწარმოებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო