„ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრები ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევენ

„ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრები ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე სოფელში. წითლიძის მტკიცებით, სქემაში ჩართული არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც.

„ბოლო ორი დღეა „ქართული ოცნების" წევრების მხრიდან ხორციელდება პირადობის მოწმობის ჩამორთმევა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეეჭვებათ, რომ არიან გაერთიანებული ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ამ სქემაში მონაწილეობენ „ქართული ოცნების" წევრები დავით დავითულიანი, რომელიც არის ამ სქემის მთავარი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის უფროსი, ტატო კიტია, რომელიც არის ზუგდიდში, კომბინატის პოლიციის უფროსი და რობერტ ჭეჟია, რომელიც არის ასევე შს სამინისტროს თანამშრომელი. მე შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოხდა მსგავსი შემთხვევები. ეს არის ფაიფურის და საჯვაროს ტერიტორია. სოფლები: დარჩელი, ჭკადუაში და განმუხური. ეს ადამიანები მიდიან ამომრჩევლებთან და მათ ეუბნებიან, რომ მისცენ პირადობის მოწმობები და მას არჩევნების მეორე დღეს დაუბრუნებენ",- განაცხადა ანა წითლიძემ.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციაში მმართველ პარტიას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ რომ, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომელსაც შესაბამის ორგანიზაციებს გადასცემენ.

აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს გამარჯვების შანსი არა აქვს და ამიტომ თხზავენ სიცრუეს.

„ფანტაზიები უცვლელია, კრეატივის შეტანა არ შეუძლიათ. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მერობის კანდიდატი, რომელიც პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო შეხვედრებს. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს კანდიდატი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან დგას და შეურაცხყოფას აყენებს იმ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ აფხაზეთს, 1992-1993 წლებში. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მერობის კანდიდატი, რომელიც ელემენტარულ ინფორმაციას არ ფლობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე და იმ გამოწვევებზე, რაც ამ მუნიციპალიტეტში დგას. აქედან გამომდინარე ისინი ხედავენ, რომ არანაირი წარმატების შანსი არა აქვთ. ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის. თხზავენ, რაღაც სიცრუეს“, - განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს